საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე -10 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: (იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR), და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)) – ერთობლივად გამართავენ  მე - 10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024) 2024 წლის 9-13 სექტემბრის ჩათვლით.

 

საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებენ ქ. თბილისში (9-10 სექტემბერი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და ქ. ქუთაისში (11-13 სექტემბერი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

ღონისძიება - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ეძღვნება  GGSB-ს 20 წლის იუბილეს. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში  შეჯამდება მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების  მიღწევები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

 

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იულიხის კვლევითი ცენტრი  (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმთან (TSU, GTU, ISU, AUG ,  და KIU). ეს ურთიერთობები  დაიწყო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხში მდებარე COSY ამაჩქარებელზე მიმდინარე ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გაფართოვდა და მოიცვა FZJ სხვა ინსტიტუტებიც: ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევა (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), კონდენსირებული მატერიის ფიზიკა და მასალათმცოდნეობა (PGI), ბიო და გეო მეცნიერებების კვლევა (IBG), ელექტრული და მექანიკური ინჟინერია (ZEA). ორი წლის წინ ქართული მხრიდან ამ თანამშრომლობას შემოუერთდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ხოლო გერმანიის მხრიდან ჩაერთო  GSI და HZDR ჰელმოლც ცენტრები.

 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში მიმდინარე აქტივობები ფოკუსირდება 3 ძირითად მიმართულებაზე: (i) განათლება: ქართველი სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრებში (FZJ, GSI და HZDR) და ასევე ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში. (ii) კვლევა: GGSB-ის დაარსებიდან დღემდე, ქართველი სტუდენტები თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი გერმანიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების ფარგლებში მიმდინარე მრავალფეროვან საერთო კვლევებში. (iii) ცოდნის გადაცემა: ახალგაზრდა, გამორჩეული ქართველი პოსტდოქტორანტების რეინტეგრაცია საქართველოს საუნივერსიტეტო სტრუქტურებში ე.წ. SMART| Labs-ის დაფუძნებით (SMART stands For Science, Medicine, Applied Research and Technology). GGSB განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ბოლო შესაძლებლობას: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) 2017 წელს დაარსდა ორი SMART ლაბორატორია თსუ-ში: ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიისა და სიმულაციების (SMART|AtmoSim_Lab) სფეროებში; ლაბორატორიებისთვის საჭირო სამეცნიერო აღჭურვილობის ნაწილი უზრუნველყო გერმანულმა მხარემ. SMART|Digital_Lab ფუნქციონირება დაიწყო 2022 წელს (აგრუნი), ხოლო SMART|Medical Imaging_Training Lab დაარსდა 2023 წლის მიწურულს სტუ-ში.

 

მეცნიერების ფესტივალი მოიცავს ორ ნაწილს: (i) GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია და ძირითადი მიღწევები წარმოდგენილი იქნება თსუ-ში და სტუ-ში, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასთან ერთად. (ii) სამეცნიერო სემინარი გაიმართება ქუთაისში (ქსუ). ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა -   ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და ა.შ. 

 

ღონისძიების პროგრამა იხილეთ ვებგევრდზე:

https://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp24/

თარიღი: 11/07/2024