საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2018 წლის 23-24 სექტემბერს სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში მართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიურ სამეცნიერო კითხვანს. მასში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების პროფესორებს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკლევრებსა და თანამშრომლებს. კითხვანში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინონ ქართველოლოგიის ნებისმიერ დარგში.

2012 წელს, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცნიერმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა. ისტორიკოსის წიგნების კოლექცია, რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.

კითხვანის მიზანი:  
კითხვანის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას.
 
კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა:
კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა მოხდება თეზისების წარმოდგენის შედეგად. 29 ივლისამდე მსურველმა, ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge, უნდა გადმოაგზავნოს კითხვანის მოხსენების თეზისები (არაუმეტეს 400 სიტყვისა). თეზისების შერჩევის შემდეგ, მონაწილეებმა, არაუგვიანეს 9 სექტემბრისა ამავე მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები.

კითხვანის  მოხსენების ტექნიკური სტანდარტები:
საბოლოო ნაშრომის მოცულობა  უნდა შეადგენდეს 2000 - 2500 სიტყვას
შრიფტი - Sylfaen
შრიფტის ზომა - 11
სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5
ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1.5, ზემოთ და ქვემოთ - 2.5
მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას (APA-ს სტილით)


რეგლამენტი
მოხსენება -15 წუთი
დისკუსია - 5 წუთი
 
აბსტრაქტებსა და საბოლოო ნაშრომს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ:
•გვარი, სახელი
•ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა
•საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვანის მოხსენებები გამოიცემა.

მნიშვნელოვანი თარიღები
•კითხვანის გამოცხადება: 5 ივლისი
•მოხსენებების აბსტრაქტების მიღების საბოლოო თარიღი: 29 ივლისი
•აბსტრაქტების შეფასება/შერჩევა და შერჩეული ავტორების ინფორმირება: 3 აგვისტო
•სრული მოხსენებების და პრეზენტაციების გადმოგზავნა: 9 სექტემბერი  
•კითხვანის გამართვის თარიღი: 23-24 სექტემბერი



თარიღი: 05/07/2018