საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლექცია-სემინარების ციკლი თემაზე: „სოციალური პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის (GDI) ორგანიზებით გაიმართება ლექცია-სემინარების ციკლი თემაზე: „სოციალური პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“.

ლექციებს გაუძღვება კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორი ჰელენ შნაიდერი, რომელიც თსუ-ს „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში ეწვევა.

ლექცია-სემინარების სრული ციკლი (4 დღე) გაიმართება თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსის 414-ე აუდიტორიაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
20 მარტი: 15:00 -დან - 18:00 საათამდე. თემა: სოციალური დაცვის დაფინანსება;
23 მარტი: 14:00 -დან - 17:00 საათამდე. თემა: სოციალური მიმართულებების მართვა;
27 მარტი: 15:00 -დან - 18:00 საათამდე. თემა: სოციალური სფეროს რეფორმირება;
30 მარტი: 14:00 -დან - 17:00 საათამდე. თემა: ახალგაზრდობის შემწეობის ორგანიზება და დაფინანსება.

ლექცია-სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ლექცია-სემინარების დასრულების შემდეგ მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს.

ლექცია-სემინარებზე დაიშვებიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები. ლექცია-სემინარებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. მსურველებმა, ვინც მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას, უნდა გამოაგზავნონ მოკლე ელექტრონული წერილი მისამართზე: economics@tsu.ge სადაც უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, სასწავლო კურსი და მიმართულება. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოგივათ დამადასტურებელი საპასუხო წერილი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 მარტი.

თარიღი: 14/03/2018