საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია “საველე კვლევა კავკასიაში: ახალი მიდგომები და გამოწვევები”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით 2021 წლის 15-16 მაისს ტარდება კონფერენცია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის - “საველე კვლევა კავკასიაში: ახალი მიდგომები და გამოწვევები”.

კონფერენციის მიზანია შექმნას სადისკუსიო სივრცე სოციო-კუტურული ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებისათვის. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი კვლევითი პროექტები და მიიღონ შეფასება. კონფერენციაზე მსჯელობის მთავარი საგანი საველე კვლევის მეთოდოლოგია, თეორია და ნაშრომების მომზადების სტანდარტები იქნება.

თითეოულ მონაწილეს დაეთმობა 30 წთ. სესიებს გაუძღვებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი ანთროპოლოგები.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისური იქნება.

კონფერენციის ჩატარების დროისთვის არსებული პანდემიური სიტუაციის გათვალისიწინებით კონფერენცია ჩატარება ფიზიკურად ან ვირტუალურად.

კონფერენციზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა, რომ განმცხადებელი იყოს საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სოციო-კულტურული ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის ან მომიჯნავე დარგის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მისი საკვლევი რეგიონი იყოს კავკასია. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება (იხ. თანდართული ფორმა), სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ 3 გვერდი, ინგლისურ ენაზე) და სარეკომენდაციო წერილი სამეცნიერო ხელმძღვანელისგან.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. განაცხადები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართებზე:

ketevan.khutsishvili@tsu.ge და florian.muehlfried@iliauni.edu.ge

 

 

თარიღი: 28/12/2020