ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აწყობს სამეცნიერო კონფერენციას „ენა - ნორმა და დევიაცია“, რომელიც ეძღვნება კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, თინათინ გიორგობიანის დაბადებიდან მე-80 წლისთავს.
კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 24-25 ნოემბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში. თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია. კონფერენციის თეზისები დაიბეჭდება კრებულის სახით და განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორიუმში, რათა მოხვდეს Google Scholar-ის ინდექსების ბაზაში. კონფერენციის თეზისებთან ერთად გამოქვეყნდება თინათინ გიორგობიანის სტუდენტების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებებიც.
მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი, 2022. თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: სახელი და გვარი, დაწესებულება და თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა).
საკონფერენციო თეზისები (200-300 სიტყვა), გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: greekstudies@tsu.ge.