საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია "უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს"

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით მასწავლებელთა X საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გაიმართა, რომლის თემა იყო: ,,სასწავლო რესურსები დისტანციური სწავლებისას - პრაქტიკის გაზიარება“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან სანაძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი, აკადემიური წრის წარმომადგენლები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან.

კონფერენციაზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა, როგორიცაა:
ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გამოცდილების გაზიარება;
ციფრული სასწავლო რესურსის ეფექტურობა დისტანციური სწავლებისას დაწყებით კლასებში;
დისტანციური სწავლების გამოწვევები და განმავითარებელი შეფასება;
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ჰიბრიდული სწავლებისას;

მონაწილეებმა ერთმანეთს ასევე, გაუზიარეს პედაგოგიური გამოცდილება.

თარიღი: 14/12/2021