საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე კაპანელი -130

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  2019 წლის 21-22 ნოემბერს  (თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია 10:00 სთ.) ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციას და 25-26 ნოემბერს (თსუ I კორპუსი, 212 აუდიტორია 10:00 სთ.)   სტუდენტთა სააერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.                                           
საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება  ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ  მაია კიულე -ლატვიის უნივერსიტეტის  ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დანიელა ვერდუჩი - პროფესორი, მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია, მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე.  ანტონიო დომინგეს რეი - ფილოსოფიისა და ლინგვისტიკის დოქტორი, მადრიდის ნაციონალური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ესპანეთი. ლატვიის უნივერსიტეტადან კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებს სამი პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის შვიდი დოქტორანტი. საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროგრამებში 1, 2.
თარიღი: 18/11/2019