საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „ქართული ანბანის ელჩები“

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ქართული ანბანის ელჩები“.


კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას, ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. კონკურსი მათ დააახლოებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.


კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია ქართული ანბანის გაცნობა-პოპულარიზაციისათვის ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და საუკეთესოთა გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას.


კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ განხორციელების ვადები და პირობები:


ა) კონკურსის გამოცხადება: 2022 წლის 12 სექტემბერი;


ბ) ვიდეორგოლები და განაცხადები (ფორმა N1) მიიღება 2022 წლის 14 სექტემბრიდან 2022 წლის 29 ნოემბრის 24:00 საათამდე ( საქართველოს დროით), შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anbani2022@gmail.com


გ) ფორმა N1 მიიჩნევა საკონკურსო განაცხადად და მისი შევსებისა და გაგზავნის გარეშე ვიდეორგოლი არ შეფასდება. კონკურსანტი ვალდებულია შეავსოს საკონკურსო განაცხადის (ფორმა N1) ყველა ველი.


დ) კონკურსში მონაწილეობის მიღებით კონკურსანტები ავტომატურად აცხადებენ თანხმობას, რომ მათი ვიდეორგოლ(ებ)ი ფეისბუკგვერდზე აიტვირთოს;


ე) საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო ვიდეორგოლების განხილვა-შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა: 2022 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;


ვ) ფეისბუკგვერდზე ხმათა უმრავლესობით (ე.წ. მოწონებების მიხედვით) გამარჯვებული – ხალხის რჩეული – ვიდეორგოლი გამოვლინდება კონკურსანტთა დაჯილდოების დღეს;


ზ) საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორთა დაჯილდოება: 2022 წლის დეკემბერი.


თ) საკონკურსო ვიდეორგოლები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე და მისი თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს, ემსახურებოდეს მის წარდგენა-გაცნობას უცხოელ თანატოლებთან და წარმოაჩენდეს ვიდეორგოლის ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს ორიგინალურობას ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის (კონკურსანტების შემოქმედებითი თავისუფლება არ იზღუდება: მათ შეუძლიათ ვიდეორგოლის შექმნისათვის გამოიყენონ გრაფიკა, მუსიკა, პოეზია; ვიდეორგოლს შესაძლოა ჰქონდეს საპრეზენტაციო ფორმა და ა.შ.);


ი) ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, ხოლო ფეისბუკგვერდზე განთავსებული ვიდეორგოლებიდან ხმათა უმრავლესობით (ე.წ. მოწონებების რაოდენობით) გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულ კონკურსანტთა დაჯილდოებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ.

თარიღი: 30/08/2022