საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“

საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს ვიდეოების კონკურსს  ახალგაზრდებისთვის.

 

კონკურსის მიზნებია:

  • ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება;
  • ახალგაზრდა მეწარმეებში ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზება;
  • ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება;
  • ახალგაზრდებში მეწარმეობის წახალისება. 

 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 (ოთხი) გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:

I ადგილი - 1,500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „ბაზისბანკი“

II ადგილი - 1,000 (ერთი ათასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „კრედო ბანკი“

III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“

IV ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი,  გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“.

 

კონკურსანტებისაგან ვიდეოები მიიღება 2024 წლის 12 აგვისტოდან - 31 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თარიღი: 23/08/2024