საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „COVID-19 პანდემიის დროს აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა“

ევროსაბჭოს განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ „აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულია განაცხადების მიღება კონკურსზე „COVID-19 პანდემიის დროს აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა“.

აკადემიური კეთილსინდისიერების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა შესაბამისობაშია ევროსაბჭოს “განათლებაში ეთიკის, გამჭირვალეობის და კეთილსინდისიერების“ (ETINED) მისიას, რომლის ერთერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს „ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა, საუკეთესო მეთოდების გამოყენებით, განათლებაში ეთიკის, გამჭირვალეობისა და კეთილსინდისიერების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის მიზნით“. 2021 წელს კონკურსის თემატიკაა COVID-19 პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისის დროს აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით გამოვლენილი გადაწყვეტილებები შემდეგ კატეგორიებში: ს წ ა ვ ლ ა დ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ა, პ ო ლ ი ტ ი კ ა, პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი, კ ო მ უ ნ ი კ ა ც ი ა,  მ ა რ თ ვ ა / ს ტ რ უ ქ ტ უ რ ე ბ ი,  გადამზადება. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ევროსაბჭოს ევროპული კულტურული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოების განათლების სისტემას. ასევე ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში მოქმედ სტუდენტურ კავშირებს. თანდართული ფაილებით გიგზავნით დოკუმენტაციას, რომელშიც მოცემულია აღნიშნული პროექტის, კონკურსისა და განაცხადების მომზადების პროცედურის სრული აღწერილობა. იგივე ინფორმაციის სანახავად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.coe.int/en/web/education/-/call-for-best-practices-in-promoting-academic-integrity-during-covid-19

ონკურსში განცხადებების ჩაბარების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1,  დანართი 2, დანართი 3. 

თარიღი: 07/09/2021