თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს შემოქმედებით-წერით კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
წარმოსადგენი თემის სათაური: ერთი დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (1918-1921);
ნაშრომების მიღება: 8 ნოემბერი - 27 ნოემბერი;
გამარჯვებულების გამოვლენა - 30 ნოემბერი;
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები; თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად X-XII კლასის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავისუფალი თემა მოცემული სათაურის ფარგლებში. ნაშრომს თან უნდა დაერთოს განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი და გვარი;
პედაგოგის სახელი და გვარი;
სკოლა;
მისამართი;
ტელეფონი (მობილური);
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნაშრომის გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა: A4;
შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა: 12;
გვერდების რაოდენობა: 3-5 გვ;
ესეები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge