საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ლიეტუვის სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ლიეტუვის სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ბალტიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი: ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი

საზაფხულო სკოლის თემატიკა: ლიეტუვური ენა და კულტურა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი, მეორე სემესტრის და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება/შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი/ლიეტუვის მთავრობა)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 12 მარტის, 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
-2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა:
4 კვირა (2019 წლის 14/07/2019-12/08/2019)

სამთავრობო სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, სტიპენდია (570 ევრო - დაბინავებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარად)

დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.



თარიღი: 28/02/2019