საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ინდონეზიის რესპუბლიკის DARMASISWA“-ს სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ინდონეზიის რესპუბლიკის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოცხადებულ „DARMASISWA“-ს სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. "DARMASISWA" სასწავლო სტიპენდია ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამაა (non-degree), რომელსაც ინდონეზიის მთავრობა სთავაზობს ყველა არაინდონეზიელ საერთაშორისო მოქალაქეს, რომელთა სახელმწიფოებთანაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნული პროგრამაზე სტუდენტები ისწავლიან ინდონეზიურ ენას, ხელოვნებას, მუსიკასა და სხვა სახელოვნებო საგნებს. მსოფლიოს მასშტაბით შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან ინდონეზიის სხვადასხვა ქალაქებში მდებარე 72 უმაღლეს სასწავლებელში.

პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს სწავლის, განთავსებისა და საორიენტაციო დღესთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ მ.წ 19 თებერვლიდან - 7 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ გვერდზე: https://darmasiswa.kemdikbud.go.id/

თარიღი: 01/04/2024