საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.    

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

• სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1 და დანართი 2)   

• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი- ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერტიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2019 წლის 1,2 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა)

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, სემესტრის მითითებით)

• ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

• CV (ევროპულ ფორმატში)

• პასპორტის ასლი
 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

• სააპლიკაციო ფორმა (დანართი 3)  

• შევსებული სამუშაო გეგმა (დანართი 4) (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)

• CV (ევროპულ ფორმატში)

 

 

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 2 მარტ ი ს 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge 

 

  იმეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ  პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA, MA, PhD)

 

  იმეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:

1.  ფაკულტეტი

2.  სემესტრი

3.  აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)

4.  საკონტაქტო ელ.ფოსტა

5.  საკონტაქტო მობილურის ნომერი

 

 

შენიშვნა:

სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!

 

„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge 

 

დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

თარიღი: 19/02/2020