საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შესაქმნელად

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს. საკონკურსო განაცხადების მიიღება 8-დან 30 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ ჰიმნის ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს სამ სტროფს, იყოს სტილისტურად გამართული და ითვალისწინებდეს ქართული ლექსიკის ნორმებს.

არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს ერთი ან ერთზე მეტი ტექსტი. სასურველია ტექსტი შეიცავდეს სიტყვებს: ,,თავისუფლება“, ,,დედა უნივერსიტეტი“, ,,ცოდნა“.

საუნივერსიტეტო ჰიმნის კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე შეირჩევა ჰიმნისთვის ტექსტი (ლექსი), ხოლო მეორე ეტაპზე მუსიკა.

დოკუმენტები და საკონკურსო მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი მატერიალური სახით,  მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 114, ხოლო ელექტრონულად - ელ. ფოსტაზე: chancellery@tsu.ge

არასამუშაო დღეებში (შაბათი, კვირა) დოკუმენტები და საკონკურსო მასალა მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, მითითებულ ელ. ფოსტაზე.

 

იხილეთ: რექტორის ბრძანება ჰიმნის ტექსტის (ლექსის) შერჩევის პროცედურის დამტკიცების შესახებ

 ჰიმნის ტექსტის (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა.

თარიღი: 07/09/2023