საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

ცხადდება კონკურსი თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს.
 
დამატებითი წინაპირობა: 
სწავლების ენა პორტუგალიური;
შესაძლებელია ინდივიდუალური ინგლისურენოვანი კურსების მოძიება/დაგეგმვა - სავალდებულოა, წინასწარი კონსულტაცია მასპინძელ უნივერსიტეტთან.
 
განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 15 ნოემბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: 
https://docs.google.com/forms/d/1XpZFsZeWAF0MrPAD4z_XbeCP8aTaBHYVK7jutjWG7rM/viewform?edit_requested=true
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2019 წლის 13 მარტის/2019 წლის 1-2 ოქტომბრის ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ან პორტუგალიური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) დონე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მინიოს უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ/მოიძიეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დასტურის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (სავალდებულოა, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შეფასება (მინიოს უნივერსიტეტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
 
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).
 
დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ დანართ 2-ში;
-დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
 
 
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
 
 
 
თარიღი: 16/10/2019