საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში.

ელექტრონული განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 10 ნოემბრამდე ვებგვერდის საშუალებით.

დაინტერესებულმა პროფესორებმა ელექტრონული განაცხადის შევსების  შემდეგ 10 დღის ვადაში უნდა გააგზავნონ პასპორტის ასლი და შევსებული და ორმხრივად (თსუ-სა და ბარსელონას მხარის მიერ) დამოწმებული სამუშაო გეგმა ( დანართი 1) შემდეგ მისამართზე: erasmus.ka107@uab.cat.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება

დამატებითი ინფორმაცია:
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე.
თარიღი: 10/10/2018