საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დიუსელდორფის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დიუსელდორფის უნივერსიტეტში (გერმანია) 
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის მიმართლების აკადემიური პერსონალს.
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
 
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ  2020 წლის 29 იანვარს 16:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge!
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 32-საათიანი სალექციო დატვირთვა; ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და  ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1
 
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 
 
ტიპენდიის ხანგრძლივობა:
30 სამუშაო დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით;
 
 
თარიღი: 26/12/2019