საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გისენის უნივერსიტეტში (გერმანია)

                
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გისენის უნივერსიტეტში (გერმანია)!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (ასისტენტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და პროფესორი).

მიმართულებები: იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, კულტურული კვლევები, ფსიქოლოგია, ისტორია, ლიტერატურა, ენები, ბიოლოგია, ქიმია, მედიცინა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, განათლების მეცნიერება. 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 23 მარტის 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი 
  ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
 ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
 დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ გისენის უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს. 
 შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს პლიუსის ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას ხელმოწერით  და ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 
(გაითვალისწინეთ , სამგზავრო დღეებიდან მხოლოდ 1 ანაზღაურდება)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით)


დამატებითი ინფორმაცია
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
 გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.
 

თარიღი: 05/03/2020