საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პერსონალს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)
 
 
განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 15 ნოემბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: 
https://docs.google.com/forms/d/1XpZFsZeWAF0MrPAD4z_XbeCP8aTaBHYVK7jutjWG7rM/viewform?edit_requested=true
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ შემდეგ ბმულზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან 
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
 
სტიპენდია მოიცავს:
180 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).
 
დამატებითი ინფორმაცია: 
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
 
 
თარიღი: 16/10/2019