ცხადდება კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 8 იანვარს, 10:00 საათიდან.
პრეტენდენტთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 იანვარი, 18:00 საათი.
რეგისტრაცია შესაძლებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.