საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლაკვილას უნივერსიტეტში!

 ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია).
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებების დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის ინგლისურენოვან/იტალიურენოვან სტუდენტებს.
 
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერტიფიკატი; )
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი მინიმუმ 71 ქულა)
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1.
საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში)
მაგისტრის დიპლომი 
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 29 ნოემბერს 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
 
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
 
დამატებითი ინფორმაცია: 
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას;
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.
 
 
 
 
 
 
თარიღი: 14/11/2019