საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 30 მარტამდე ვებგვერდის საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრების სტუდენტებს.

მიმართულებები (ინგლისურენოვანი, პორტუგალიურენოვანი):
სტუდენტები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო
პირადობის მოწმობის ასლი
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (Cambridge, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე) ან თსუ-ს მიერ 2017/2018 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა - 2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

ერთი სემესტრი (2018/2019  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1.




თარიღი: 05/03/2018