საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: თეოლოგია, ფილოსოფია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 26 მარტის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით, სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 87) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5))
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!


თარიღი: 19/02/2018