საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად.

 

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა; საუკეთესო სამშვიდობო იდეა; საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ახალგაზრდის / ახალგაზრდების ჯგუფის / ახალგაზრდული ორგანიზაციის უშუალო განაცხადით, ისე სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით. კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო ლარის ოდენობით.

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე

თარიღი: 10/07/2024