საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. 
 
მიმართულებები: არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
 
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 30 იანვარის 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge!
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ ლისაბონის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს შემდეგ ელ. ფოსტაზე: luisa.santos@letras.ulisboa.pt).
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8-საათიანი სალექციო დატვირთვა; ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1
 
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2020 სასწავლო წლის აპრილი-მარტი)
 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმულები
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით;
 
თარიღი: 10/01/2020