საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი "კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეების მოფიქრება"

1 ივნისს, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა სკოლებს შორის ინოვაციური და კრეატიული იდეების კონკურსი, სახელწოდებით - „კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეების მოფიქრება“.მასში მონაწილეობა  7-10 კლასის სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა გუნდებმა მიიღეს,  რომლის კაპიტნებმაც ბიბლიოთეკის სივრცეში გაიარეს 1-თვიანი ტრენინგი კრეატიულ აზროვნებასა და ინოვაციური იდეების მოფიქრებაში. სკოლის გუნდებმა წარადგინეს ის საკონკურსო პრეზენტაციები რომლებზეც დღის განმავლობაში იმუშავეს სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცეში.

 

მათ, ბიბლიოთეკისთვის უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული და ინოვაციური აპლიკაციის იდეა. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი: I ადგილი: რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებელი „მოძღვარი“; II ადგილი: წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლა; ბიბლიოთეკის რჩეული: 45-ე საჯარო სკოლა გახდა; ჟიურის წევრები გახლდათ: ნინო უგრეხელიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; ნინო პავლიაშვილი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; კოტე იანტბელიძე: კრეატივის სკოლის დამფუძნებელი; გიორგი თაყაძე: ფიზიკოსი და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი; ივანე ნაზღაიძე - 3D დიზაინერი.

თარიღი: 02/06/2023