საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი V I C T O R I A ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს V I C T O R I A  ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 21 ნოემბერს 13:00 საათზე, თსუ VIII კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში.  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ასლი და შეავსონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. საბუთების მიღება იწარმოებს 14 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, 11.00-17.00, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსის ს.ყაუხჩიშვილის სახ. ბიბლიოთეკაში (III სართ.).

ამასთან, მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge


კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ტესტების ნიმუშებს და ჩამოტვირთონ განაცხადი შემდეგი საიტიდან: http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287

საკონტაქტო პირი: ვიქტორია ჯუღელი (victoria.jugeli@tsu.ge )

თარიღი: 15/11/2022