საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა

თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტეტის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - “კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა” (FR-21-14562), ფარგლებში  სემინარი: "ქართული პანდემიური და პოსტპანდემიური რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა" გაიმართა. თსუ მკვლევართა ჯგუფმა  ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.   შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. 

 

ძირითადი მომხსენებლები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები გახლდნენ: ქეთევან ხუციშვილი, თსუ პროფესორი; თეა ქამუშაძე, ანთროპოლოგიის დოქტორი; გიორგი ჭეიშვილი(ონლაინ), ანთროპოლოგიის დოქტორი; თამილა კოშორიძე, ისტორიის დოქტორი; თამარ ანთაძე, დოქტორანტი.

 

შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ფაქტორებსა და გარემოებებზე რომლებიც  კოვიდ პანდემიის გავლენით მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეცვალა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა გლობალური პანდემია. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესდა აკრძალვები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოვედღიურობა და ცხოვრების ნირი. ადამიანთა შორის კონტაქტის შეზღუდვა და მათ შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა, რეალობის ვირტუალიზაცია, არსებითად ასხვაფერებს ჩვენს წარმოდგენებს ურთიერთობებზე, ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე.

 

ფუნდამენტური კვლევის ფარგლებში ანთროპოლოგთა სამეცნიერო ჯგუფი სწავლობს რეალობას, რომელიც პანდემიის დადგომის შემდგომ შეიქმნა და ყველაფერი ჩვეული და ტრადიციული საფრთხის ქვეშ დააყენა. კვლევის მნიშვნელობა სცდება ვიწრო დარგობრივ ინტერესს და ფართო სამეცნიერო მნიშვნელობას იძენს. მთლიანობაში  კვლევის შედეგები პასუხობს ფართო საზოგადოებრივ ინტერესს, გავაანალიზოთ რეალობა, რომელიც ყველაფერს მანამდე არსებულს ცვლის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რა და როგორ შეიცვლება პანდემიის დასრულების შემდგომ? რა დარჩება და რა დაექვემდებარება ცვლილებას?

თარიღი: 23/02/2023