საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლიმატის პირველი დატათონი და მულტიმედიური ვიზუალიზაციის კონკურსი

სტუდენტებს, სტატისტიკოსებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, მკვლევარებს, მონაცემებით და კლიმატის ცვლილებით დაინტერესებულ ადამიანებს გიწვევთ საქართველოში კლიმატის პირველ დატათონზე!

 

ფორმატი:
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-3 ადამიანისგან შექმნილი გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები მენტორებთან ერთად იმუშავებენ კლიმატის თემაზე მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაქმნელად. დატათონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
- ინტერაქციული ვიზუალიზაცია
- ინფოგრაფიკების სერია
- თამაში
- ქვიზი
- ანიმაციური ვიდეო
- სხვა

 

საპრიზო ფონდი: 10 000 ლარი
თარიღები: 23-24-25 სექტემბერი
სად: ზუმში
მონაწილეობა: გუნდები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე
მონაცემები: კლიმატის დათატონის დავალება და საჭირო მონაცემთა ბაზა საჯაროდ არაუგვიანეს 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.
რეგისტრაცია სრულდება 22 სექტემბერს, 11:00 საათზე.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე. 

 

                         **************************************************************

მულტიმედიური ვიზუალიზაციის კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. Მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და ყველას, ვინც დაინტერესებულია მონაცემებზე და ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული ჟურნალისტური ამბების თხრობით.

 

რა არის მულტიმედიური ნაშრომი?
მულტიმედიურია ნაშრომი, რომელიც სხვადასხვა სახის ინფორმაციულ მასალას აერთიანებს — ტექსტს, ხმას, ფოტოს, ნახატს, ანიმაციას, ან/და ვიდეოს. ამგვარი პროდუქტის მაგალითებია ბლოგი, სტატია, ფოტოამბავი, ვიდეო და ა.შ. მულტიმედიური ნაშრომების მრავალფეროვანი მაგალითების მოსანახულებლად, ამ ბმულს ესტუმრე.

 

საპრიზო ფონდი: 4500 ლარი
მენტორობის ნებაყოფლობითი სესიები: 3–14 ოქტომბერი
პრეზენტაციები: 21 ოქტომბერისად: ზუმში
დარეგისტრირდი 30 სექტემბრამდეhttps://forms.gle/FNV4BJu9chKqDCV29
შეფასების კრიტერიუმები.

 

თარიღი: 15/09/2022