საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022 წლის კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეების რეგისტრაცია დაიწყო!

 

1 - 7 სექტემბერს საქართველო, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ევროპის 5 ქვეყნის (ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და მონტენეგროს) ნაკრები ეწვევა.

აღნიშნული სპორტული ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეები.

ჩემპიონატში ჩართულ მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ უშუალოდ მონაწილე გუნდებთან, დელეგაციებთან, ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტთან, დაესწრონ თამაშებს და უგულშემატკივრონ გუნდებს. მოხალისეები ჩართულები იქნებიან საშეჯიბრო და დარბაზის, ლოგისტიკის, მარკეტინგის, პიარის, საერთაშორისო ურთიერთობების, აკრედიტაციის და სხვა მიმართულებით.

ღონისძიების მიმდინარეობისას მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მათთვის ექსკლუზიურად შექმნილი ეკიპირებით და კვებით, ასევე ევრობასკეტის ყველა მოხალისეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

გთხოვთ იხილოთ  რეგისტრაციის ლინკი და დარეგისტრირდეთ 2022 წლის 6 აგვისტოს 12:00 საათამდე: 

მოხალისეებთან შეხვედრა და გასაუბრება ჩატარდება 6 აგვისტოს - 12:00 დან 18:00 საათამდე და 8 აგვისტოს 16:00 დან 20:00 საათამდე.

დარეგისტრირდი დღესვე და იყავი ამ დიდი სპორტული ღონისძიების ნაწილი!

„ევრობასკეტ 2022“ ახალ სპორტის სასახლეში, "თბილისი არენაზე" გაიმართება. (მის: უნივერსიტეტის ქ.15ა)

თარიღი: 04/08/2022