საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი

4-7 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი  და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი  ატარებს კავკასიოლოგთა   V საერთაშორისო  კონგრესს. კონგრესის თემააა; ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო  კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ  კონტექსტში  (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).

კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის  ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები. 

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)

ისტორია (2 სექციად)

არქეოლოგია

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა 

ეთნოლოგია 

ფოლკლორი, ლიტერატურა 

ეკოლოგია,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა

კონგრესის თემები აგებულია ქართულ-კავკასიური  კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპებზე. 

კონგრესზე  წარმოდგენილ სამეცნიერო მოხსენებათა თემებია:

საქართველოს როლი და ადგილი კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ განვითარებაში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)

კავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის აქტუალური პრობლემები; კავკასიის კულტურულ-ანთროპოლოგიური  კვლევები (არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა)

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები თანამედროვე კავკასიაში (ეთნონაციონალური და კონფესიური ფაქტორები)

კავკასიის გეოპოლიტიკა (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მიდგომები; ეთნოკონფლიქტები) 

ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში  

კავკასიის თემატიკა საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრებში 

საქართველო - კავკასიოლოგიური კვლევებისა და სწავლების  ცენტრი

გეოლინგვისტური თეორიები; ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი და კავკასიის რეგიონი

კავკასიის ენების  ფუნქციონირების საკითხები  (ისტორია  და თანამედროვეობა)

კავკასიის ენათა სისტემა-სტრუქტურისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხები

ქართულ-კავკასიური ეტიმოლოგიური კვლევების საკითხები.

კონგრესი რეგულარურად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერი კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან (170-ზე მეტი  მონაწილე); განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში. 

ღონისძიების გახსნა 4 ნოემბერს 10.00 საათზე, 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ N1, თსუ 1კორპ. სააქტო დარბაზი

თარიღი: 11/10/2019