საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 1-3 აგვისტოს ჩატარდა „კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“, რომელიც მიეძღვნა მის დამაარსებლისა და საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პროფესორ ომარ მუკბანიანის ხსოვნას და მისი დაბადებიდან 75-ე წლისთავს.

სიმპოზიუმს დაესწრო როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან (პოლონეთი, თურქეთი, ირანი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ბელორუსია, აზერბაიჯანი).

სიმპოზიუმის მუშაობა მიმდინარეობდა ჰიბრიდული ფორმატით, რამაც ასევე საშუალება მისცა მეცნიერებს დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა და წარმოედგინათ მათი ნაშრომი (ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი).

დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმის მიმდინარეობის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე  https://icsp8.tsu.ge/ge/home

სიმპოზიუმი ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (პროექტი # MG-ISE-23-172).

თარიღი: 03/08/2023