საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იტალიელმა პროფესორმა თსუ-ში კვლევის შედეგები წარმოადგინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და მესინის (იტალია) უნივერსიტეტის უძველესი და თანამედროვე ცივილიზაციების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა მესინის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორ მარჩელო მოლიკასთან.

პროფესორმა მოლიკამ წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც სიცილიის სოფელ პირაინოს XVI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიას და მასთან დაკავშირებულ შეხედულებებსა და პრაქტიკას ეხება. ამ ეკლესიის საძვალეში შემონახულია მღვდელმსახურების 26 მუმიფიცირებული სხეული. 

კვლევის მიზანი იყო გაერკვია თუ რატომ დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა საძვალემ, რატომ ვერ მოხერხდა მისი სიწმნდესთან გაიგივება. შეხვედრას თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრნენ.

თარიღი: 06/11/2021