საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისლანდიის პრეზიდენტის გუდნი იოჰანესონის წერილი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

გთავაზობთ ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონის წერილს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღო. 

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,

ბატონ ჯაბა სამუშიას

გულწრფელ მადლობას გიხდით იმ დიდი მასპინძლობისთვის, რომელიც გასულ თვეს, თქვენს უნივერსიტეტში ვიზიტის დროს გამიწიეთ. საინტერესო იყო გავცნობოდი უნივერსიტეტის მდიდარ ისტორიას და იმ ნათელ მომავალს, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტს ელით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძლიერი რგოლია ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჯაჭვში.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამეხმარა უნივერსიტეტში ჩემი გამოსვლის ორგანიზებაში თემაზე „ნაციონალიზმი არასტაბილურ გარემოში“. სტუდენტებისა და სხვა მსმენელების მიერ ჩემი გამოსვლის შემდეგ დასმულმა კითხვებმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

გარდა ამისა, სასიამოვნო იყო იმის აღნიშვნა, რომ არსებობს ორმხრივი დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Snorrastofa-ს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ. Snorrastofa არის კულტურული და შუა საუკუნეების ცენტრი ისლანდიაში, რომელიც შოთა რუსთაველის თანამედროვეობის ისლანდიელი ისტორიკოსისა და მწერლის, სნორი სტურლუსონის ხსოვნის საპატივსაცემოდ დაარსდა.  

საქართველო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა, ევროპული სახელმწიფოების ოჯახის წევრია. საერთაშორისო საზოგადოებაში პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ და ეს ასეც უნდა გააკეთონ. ჩვენ საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებებს, პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართალს, დემოკრატიასა და გენდერულ თანასწორობას.

იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ისლანდიას შორის მეგობრული კავშირებისა და კარგი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. გისურვებთ თქვენ და თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ყოველივე საუკეთესოს და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის.

კეთილი სურვილებით,

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი

თარიღი: 27/05/2024