თსუ-ის პროფესორმა ირმა რატიანმა იაპონიის წამყვან უნივერსიტეტებში წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც ქართულ ლიტერატურასა და კულტურას მიეძღვნა.
კიოტოს უნივერსიტეტი: „ქართული კულტურა და ლიტერატურა საბჭოთა ეპოქაში“, ცუკუბას უნივერსიტეტი: „შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა - კვლევები და სწავლება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში“, ტოკიოს უნივერსიტეტი: „ომის დისკურსი პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“.
ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია იაპონურ აკადემიურ წრეებში და დადებითად შეფასდა საუნივერსიტეტო სოციალურ მედიაში.
ქართველი მეცნიერის ლექციებს ესწრებოდნენ როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე - ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები და საზოგადოების წარმომადგენლები.