საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების პროცედურულ საკითხებსა და დამკვირვებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნები, გაიმართება 2022 წლის 28 ნოემბერს.

 

არჩევის წესი:

ა) აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ;

ბ) სტუდენტების წარმომადგენლები - ფაკულტეტის ყველა სტუდენტის მიერ;

გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლები - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ.

ერთ ამომრჩეველს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება.

 

როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს  შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.  ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
 

ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით.

 

იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განაცხადს თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის ვადაში განახლებული ამონაწერი, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.

 

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) ასარჩევი კანდიდატი;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;

გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

 

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე: (მის.: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N114) 

 

თარიღი: 11/11/2022