გაცნობებთ, რომ ხვალ, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს (მათ შორის თსუ-ს სასწავლო კორპუსებს) 24 საათით შეუწყდება წყალმომარაგება. აქედან გამომდინარე, პარასკევს, 8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები არ ჩატარდება.
შესწორება: სასწავლო პროცესის 1 დღით შეჩერება არ ეხება ამჟამად გამოცდების ცენტრში მიმდინარე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოცდო პროცესს, რომელიც წარიმართება ჩვეულ რეჟიმში.
სააუდიტორიო მეცადინეობები აღდგება ინდივიდუალურად - ლექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე.