უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 29 ნოემბერს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება:
უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
თსუ პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.
სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, შესაბამისი სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!