საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას (მისამართი ქ. თბილისი ი.მოსაშვილის ქუჩა N24)  შორის  გაფორმებული  ხელშეკრულების  ფარგლებში  თსუ  საშტატო  განრიგით  გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, ასევე ზოგიერთი შტატგარეშე თანამშრომელი 2024 წლის 9 თებერვლიდან 2025 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებენ  ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (53,35 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება  თსუ  ბიუჯეტიდან.  თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება პირადი განცხადების საფუძველზე სათანადო თანხის დამატებით (+15 ლარი ბარათი ,,კომფორტი“, +35 ლარი ბარათი კლასიკი). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

 

        მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - + 995 (32) 220 33 33 

 

შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც (არჩეული პაკეტის შესაბამისად  53,35  ლარი, 68,35 ლარი, ან 88,35 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.

 

    უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე 75 წლამდე და შვილები/გერები 25 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი (წევრები) ეზღვევიან ერთი და იგივე პაკეტით. მეუღლის და 18 წლამდე შვილის დაზღვევა ხდება საოჯახო პაკეტით განსაზღვრული პრემიის გადახდის სანაცვლოდ, 3 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს   170.72 ლარს საბაზისო პაკეტის არჩევისას, 218.72 ლარს კომფორტის, ხოლო 282.72 ლარს კლასიკი პაკეტის არჩევის შემთხვევაში.

 

    ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge) 2024 წლის 12 თებერვლიდან  29 მარტის ჩათვლით  (2024 წლის 12 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით  შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2024 წლის 9 მარტიდან. 2024 წლის 11 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2024 წლის 9 აპრილიდან). განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა) ასლები. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გასულ წლებში (2019 წლიდან) დაზღვეული ჰყავდა ოჯახის წევრები და წარმოდგენილი აქვთ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ამჯერად მათი  წარმოდგენა აღარ ევალებათ. 

 

ვინაიდან მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლებს არ შეუძლიათ მეორე რიგის ოჯახის წევრების (25 წლის ზემოთ შვილები/გერები, 65 წლამდე მშობლები, და-ძმა) დაზღვევა, კომპანია გვთავაზობს მათი ცალკე (განსხვავებული ტარიფით ან პირობებით) დაზღვევის შესაძლებლობას. შეთავაზების მიღებისთანავე გაცნობებთ პირობებს.

 

P.S. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ფაილები. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს  ( 577 588 205).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: ჯანმრთელობის  დაზღვევა თსუ-ევროინსიფასების ცხრილისამედიცინო დაწესებულებები,  მომსახურების მიღების სქემები

თარიღი: 08/02/2024