eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგს  შორის გაფორმებული ხელშეკრულების (N77/06) ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, ასევე ზოგიერთი შტატგარეშე თანამშრომელი 2026 წლის 9 თებერვლიდან 2027 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (57,85 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.

 

თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება პირადი განცხადების საფუძველზე სათანადო თანხის დამატებით (+25 ,,გაუმჯობესებული პაკეტი 3“,    +45 ლარი ,,გაუმჯობესებული პაკეტი 2“,  +75 ლარი ,,გაუმჯობესებული პაკეტი 1“). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

 

შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც (არჩეული პაკეტის შესაბამისად  57,85 ლარი - ,,ბაზისური“, 82,85 ლარი -,,გაუმჯობესებული პაკეტი 3“; ან 102,85 ლარი - -,,გაუმჯობესებული პაკეტი 2“;  132,85 ლარი - -,,გაუმჯობესებული პაკეტი 1“; ) დაიქვითება ხელფასიდან.

 

უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები იგივე ან უფრო დაბალი კატეგორიის პაკეტით  (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები/გერები 25 წლამდე,),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. მეუღლის და 18 წლამდე შვილ(ებ)ის დაზღვევა ხდება საოჯახო პაკეტით განსაზღვრული პრემიის გადახდის სანაცვლოდ, 3 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს   185,12 ლარს ბაზისური პაკეტის არჩევისას, 265,12 ლარს ,,გაუმჯობესებული პაკეტი 3“ -ის არჩევის, 329,12 ლარს ,,გაუმჯობესებული პაკეტი 2“ -ის  ხოლო 425,12 ლარს ,,გაუმჯობესებული პაკეტი 1“ -ის  არჩევის შემთხვევაში.

 

 ოჯახის დანარჩენი წევრების (მშობლები და და/ძმა ასაკის შეუზღუდავად და 25 წელს ზემოთ შვილები/გერები) დაზღვევა თანამშრომლებს შეუძლიათ ,,ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ შემოთავაზებული ,,MEDI” ინდივიდუალური პაკეტებით: (სტანდარტი, კლასიკი, პრემიუმი).

 

ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში (მატერიალურად ან ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge) 2026 წლის 6 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით  (2026 წლის 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2026 წლის 20 თებერვლიდან. 2026 წლის 16 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2026 წლის 9 მარტიდან; 2026 წლის 2 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2026 წლის 9 აპრილიდან). განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, მშობლის დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი, ხოლო და-ძმის შემთხვევაში საკუთარი და დედმამიშვილის დაბადების მოწმობები) ასლები. იმ თანამშრომლებს, რომელთაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰყავდათ ოჯახის წევრები დაზღვეული, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა აღარ სჭირდებათ.

მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე - (+995 32)  2 505 111

P.S. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი). დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს ( 577 588 205).

ინდივიდუალური პოლისით ,,მედი“ დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ კომპანიის მხარდაჭერის ჯგუფს (ცხელ ხაზი (+995 32)  2 505 111) 2026 წლის 9 თებერვლიდან.

თარიღი: 06/02/2026