საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევასთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, თსუ პერსონალი და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (თსუ-სა და სადაზღვევო კომპანია ,,საქართველოს დაზღვევის ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში).

უკვე გამოცხადებულია ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის შესასყიდად 2020 წლისთვის. ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანია ცნობილი არ არის, შესაბამისად, სადაზღვევო პრემია (ღირებულება) და სხვა პირობები დაზუსტდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ.

იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საშტატო და შტატგარეშე  პერსონალს, თსუ სხვა სტრუქტურული ერთეულების შტატგარეშე პერსონალს და უნივერსიტეტის თანამშრომელთა ოჯახის წევრებს არ  შეუწყდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა 2020 წლის  იანვრის თვეში (როგორც ეს ხდებოდა გასულ წლებში), შესაძლებელია, განაცხადების მიღება ა. წ. 09 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. 

განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, მშობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა ხოლო დედმამიშვილის დაზღვევის შემთხვევაში, საკუთარი და დის/ძმის დაბადების მოწმობები) ასლები.

ვინაიდან ცნობილი არ არის გამარჯვებული კომპანია,  ამ ეტაპზე ვერ გაწვდით ინფორმაციას სადაზღვევო პრემიის (ღირებულება) და სხვა დეტალების  თაობაზე. თუმცა გთავაზობთ გამოცხადებული ტენდერის თაობაზე ინფორმაციას (იხ. დანართი)

09 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიღებული განცხადებები (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) დამუშავდება და მიეწოდება სადაზღვევო კომპანიას და დაკმაყოფილდება 2020 წლის პირველი იანვრიდან.

განცხადებების მიღება  განახლდება 2020 წლის 3 იანრიდან  და გაგრძელდება 20 თებერვლის ჩათვლით (როგორც ეს ხდებოდა გასულ წლებში). 

საკონტაქტო პირი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ია ბაღაშვილი  (ცხელი ხაზი - 225 04 84; შიდა ნომერი - 1281; მობ: 577 58 82 05) 

თარიღი: 15/12/2019