საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინოვაციური ტრენინგი გიდებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინოვაციური ტრენინგ-მოდულის განხორციელებას იწყებს, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ან მომავალში დასაქმების მსურველ გიდების უფასოდ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში 100 გიდი გადამზადდება. 16-კვირიანი სასწავლო კურსი ორ ნაკადად ჩატარდება და დასაქმებული აპლიკანტებისთვის მისაღებ გრაფიკზე იქნება მორგებული.

პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკულ ტრენინგების ასპექტებს. კურსი იქნება ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითად ელემენტის პერსონალური სასწავლო მიდგომების, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული გამოყენების, საგანმანათლებლო რესურსების, მოქნილი სწავლებისა და სხვა ინოვაციური სწავლის მეთოდების ერთობლიობა. მისი გავლის შემდეგ, გიდებს შეეძლებათ ტურისტებს მიაწოდონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიული-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ, საინტერესოდ და ფაქტების დამახინჯების გარეშე წარმოაჩინონ ქვეყანა.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ განაცხადის ფორმისა და ჩამოთვლილი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: აპლიკანტთა დოკუმენტაციის მიხედვით შერჩევა და გასაუბრება სპეციალურ კომისიასთან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგზარდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამის,  საერთაშორისო  გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: guide@tsu.ge  +995 598 689464

თარიღი: 25/03/2022