ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იგდირის უნივერსიტეტის რექტორი, მეჰმეთ ჰაკი ალმა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, რამაზან ერენლერი ეწვივნენ.
იგდირის უნივერსიტეტის დელეგაციას თსუ-ს რექტორის მოვალოების შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა. საქმიანი შეხვედრისას მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი პროექტების განხორციელების და ერაზმუს პლიუსის პროგრამებში ჩართულობის მიმართულებით.