საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაპონურ-ქართული სიმპოზიუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტეიკიოს უნივერსიტეტის (იაპონია) წარმომადგენელთა მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმი - "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში: თანამშრომლობა იაპონიასა და საქართველოს შორის" გაიმართა.  ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა. დამსწრეებს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა. 

 

თსუ-სა და ტეიკიოს არქეოლოგთა მონაწილეობით გათხრები და სხვადასხვა არქეოლოგიური საიტების შესწავლა, რომელთა შორის გრაკლიანი გორაცაა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 

 

სიმპოზიუმამდე იაპონელი არქეოლოგის ტეიკიოს პროფესორ ტაკეში აიკავას ხელმძღვანელობით სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარებიც ჩაუტარდათ. 

თარიღი: 13/03/2025