საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაპონიის მთავრობის 2021 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში.

საბაკალავრო პროგრამა: 2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით

მკვლევარის პროგრამა: 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით

 

* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:

ტელ: +995-32-2752111

ელ-ფოსტა:  culture@tb.mofa.go.jp

 

პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდებიდან:

საბაკალავრო პროგრამა:  https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-undergraduate.html

მკვლევარის პროგრამა:  https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-research.html

 

მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.

პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.

[მნიშვნელოვანი გაფრთხილება]

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში COVID-19 პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპლიკაციო პროცესი შეიძლება გაუქმდეს.

თარიღი: 20/08/2020