საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თურქული ენის შემსწავლელი კურსი

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2022 წლის 31 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით  ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით.

 

კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 110 ლარს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24

 

თარიღი: 06/02/2022