ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული დოქტორანტებისთვის საუნივერსიტეტო დაფინანსება დაწესდა. შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გამოსცა.
თსუ შვიდივე ფაკულტეტიდან 5-5 წარმატებული დოქტორანტის ყოველსემესტრული სწავლა დაფინანსდება სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით. კანდიდატებს შეარჩევს და შეაფასებს ფაკულტეტის საბჭოები ან საბჭოების მიერ შექმნილი კომისიები დამტკიცებული წესით, რომელიც ამ მიზნისთვის დამტკიცებულ „სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციას“ ეყრდნობა.
საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე; დოქტორანტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური და დასაფინანსებელ სემეტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტებზე.
თსუ რექტორის ბრძანება წარჩინებული დოქტორანტების სწავლის დაფინანსების შესახებ ეყრდნობა საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის ბრძანებას და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას.