საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ტრენინგი მეწარმეობის შესახებ

პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის მეწარმეობის შესახებ ტრენინგი დაიწყო.

ტრენინგს, რომელიც თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მიერ მოპოვებული დაფინანსებით 5 დღის განმავლობაში ჩატარდება, ესექსის უნივერსიტეტისა და “Change School”-ის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების თანამშრომლები თსუ-ში 3 თვის განმავლობაში “TECHART SESSIONS” - ტრენინგების სერიას ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც 600-მდე სტუდენტი სტარტაპ ეკოსისტემასა და მის განვითარებას, ბიზნესის დაწყების წესებსა და მართვას შეისწავლის.

პროექტი დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, რომლის დაფინანსებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმმა მოიპოვა.




თარიღი: 12/03/2019