საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მსჯელობა დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მსჯელობა დაიწყო. სამუშაო ჯგუფი, რომელიც თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინციატივით შეიქმნა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებს და უნივერსიტეტელებს აერთიანებს.

ჯგუფი ყოველ კვირას შეიკრიბება, სოციალურ მედიაში კი შეიქმნება სივრცე, სადაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ყველას ექნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დამთავრდება, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ კი 2017 წლიდან მისი განხორციელება დაიწყება.
თარიღი: 26/09/2018